კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - მისასალმებელია სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ არ გამორიცხავს სააკაშვილის შეწყალებას

ნახვები: 452 რომან გოცირიძე - მისასალმებელია სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ არ გამორიცხავს სააკაშვილის შეწყალებას

სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისასალმებელია, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია, შეწყალებასთან დაკავშირებით არ ვაკეთებ კომენტარებს, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ“.

რომან გოცირიძის თქმით, პოლიტიკოსის მიერ შეხედულების გადახედვა მის პროგრესულობას ნიშნავს.

„არასერიოზულია, სალომე ზურაბიშვილს იმის გამო უკიჟინო, რატომ შეცვალე პოზიციაო. პოლიტიკა არის ცვალებადი, დინამიკური. მით უმეტეს, ცვლილება კარგისკენ თუ ხდება, შესაქებია. შეცდომა თუ დაუშვი და ამას აიკვიატებ, რომ პრინციპულობის მოტივიდან გამომდინარე უნდა დაიცვა, ეს არასერიოზულია. მოუვიდა შეცდომა და გადახედა. ამბობდა, არ შეიწყალებდა, მაგრამ შეიწყალა უგულავაც, რურუაც, ოქრუაშვილიც და გვარამიაც. არასოდეს უთქვამს, რომ მათ შეიწყალებდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა