კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბელგიის პრემიერი - ვიქტორ ორბანს უკრაინის საკითხზე ვეტოს უფლებით არ უსარგებლია

ნახვები: 489 ბელგიის პრემიერი - ვიქტორ ორბანს უკრაინის საკითხზე ვეტოს უფლებით არ უსარგებლია

ბელგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინის საკითხზე ვეტოს უფლებით არ უსარგებლია. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, როგორ იყო მიღებული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე.

ალექსანდრ დე კროს თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი არ იღებდა მონაწილეობას ხმის მიცემის პროცესში, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს.

„ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი, რასაც აქვს მნიშვნელობა არის, იყენებს თუ არა ქვეყანა ვეტოს უფლებას. როგორც ვნახეთ უნგრეთს ვეტო არ გამოუყენებია, შესაბამისად ცხადი გახდა, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებდი, ვინ სად იყო ამ დროს. ბატონი ორბანი ძალიან კარგად იყო გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც იქნებოდა მიღებული. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აერთიანებს 27 წევრ ქვეყანას. გზავნილი არის მკაფიო, რომ ჩვენ ვართ უკრაინელების მხარეს, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და მათი ქვეყნის პატივისცემისთვის. გზავნილი მოსკოვისთვის იყო ძალიან მკაფიო, რომ ჩვენ ვერ დაგვაშინებენ, ევროპა ერთიანია და ჩვენ ვართ უკრაინელების გვერდით, ყველაზე რთულ დროსაც კი", - განაცხადა ბელგიის პრემიერმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ თავი შეიკავა ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა