თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პაველ ჰერჩინსკი - მიხარია, რომ დღეს ერთად ვზეიმობთ, კიდევ ერთხელ გილოცავთ, წინ, საქართველო, წინ

ნახვები: 557 პაველ ჰერჩინსკი - მიხარია, რომ დღეს ერთად ვზეიმობთ, კიდევ ერთხელ გილოცავთ, წინ, საქართველო, წინ

გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, მაგრამ, პირველ ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

ევროკავშირის ელჩის თქმით, ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა.

„მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარემ, პოლიტიკურო ლიდერებო, ბატონო მერო, ბატონო ელჩებო, ძვირფასო საზოგადოებავ, გილოცავთ! დღეს ისტორიული დღეა, ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, საჯარო მოხელეებს, გილოცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, გილოცავთ მედიას, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ისევე როგორც აქ და ახლა მე მესმის თქვენი. დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები. საქართველოს სახელმწიფო გერბზე წერია „ძალა ერთობაშია!“. დღეს ჩვენი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის, ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა. თითოეული თქვენგანი საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიას ქმნის. ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას, თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს. ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის. წინ საქართველო, წინ!“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა