კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პეტრე ცისკარიშვილი - საქართველომ მიიღო დამსახურებული კანდიდატის სტატუსი

ნახვები: 551 პეტრე ცისკარიშვილი - საქართველომ მიიღო დამსახურებული კანდიდატის სტატუსი

მინდა, ქართველ ხალხს მივულოცო, როგორც იქნა, საქართველომ დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მიიღო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში ამერიკის შეერთებული შტატების როლი და დამსახურებაც არ უნდა დაიკარგოს.

„მინდა, ქართველ ხალხს მივულოცო, ასევე მადლობა ვუთხრა ევროპულ საბჭოს, იმ ინსტიტუციებს, ყველას, ვინც ბრიუსელში ამ გადაწყვეტილებას ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში იღებდა და საქართველომ, როგორც იქნა, მიიღო დამსახურებული კანდიდატის სტატუსი. მართლაც, ჩვენ, ქართველი ხალხი, საუკუნეების მანძილზე, ქართული სახელმწიფოებრიობა, როცა ის არსებობდა, ყოველთვის მიისწრაფოდა დასავლეთისკენ და ევროპისკენ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ მომენტში ნუ დაგვავიწყდება შეერთებული შტატების როლი, რადგან მათი მხარდაჭერის, მათი ზურგის გარეშე, შავი ზღვის აღმოსავლეთით გადმოსვლა და რუსეთს, როგორც მიაჩნია დღეს, რომ სამხრეთ კავკასია მისი უკანა ეზოა, ასე პოლიტიკურად გამბედავი ნაბიჯის გადადგმა ნამდვილად რთული იქნებოდა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა