პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი იყო არა ხალხთან, არამედ ხალხში - ხალხთან იყო ხელისუფლება

ნახვები: 419 შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი იყო არა ხალხთან, არამედ ხალხში - ხალხთან იყო ხელისუფლება

ქალბატონი სალომე ხალხთან კი არ იყო, ხალხში იყო. ხალხში ის ნამდვილად იყო, მაგრამ ხალხთან ის არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ღვთისა და ერის წინაშე დადებული ფიცი დაარღვია , - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ არ მიეცა სალომე ზურაბიშვილს 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა ხალხის მიღმა საკუთარი თავი დააყენა, მას შემდეგ, რაც საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.

„საუბარი იყო, თითქოს სალომე ზურაბიშვილი იყო ხალხთან და ხელისუფლება არ იყო. სინამდვილეში, ხალხთან იყო საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ხალხს მოუტანა კანდიდატის სტატუსი, ხოლო ქალბატონი სალომე ხალხთან კი არ იყო, ხალხში იყო. ხალხში ის ნამდვილად იყო, მაგრამ ხალხთან ის არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ღვთისა და ერის წინაშე დადებული ფიცი დაარღვია, რაც დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. როდესაც ადამიანი არღვევს მის მიერ დადებულ ფიცს, არღვევს კონსტიტუციას, განზრახ და უხეშად, თავისთავად ამით აყენებს თავის თავს ხალხის მიღმა. ამიტომ ქალბატონმა სალომემ თავადვე ჩაიყენა თავი ამ მდგომარეობაში იმით, რომ დაარღვია კონსტიტუცია. კონსტიტუციური განაჩენი მის წინააღმდეგ გამოტანილია უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და ასევე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით. მათ შორის მისი ეს ქცევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთლიანად მომართულია, რამენაირად განხეთქილებები შეიტანოს საზოგადოებაში და ცუდ სურათში, ცუდი მხრივ წარმოაჩინოს საკუთარი ქვეყანა. ხელისუფლება ზოგიერთი აჟიტირებული ოპოზიციონერისგან იმით გამოირჩევა, რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრული და არა იმპულსური. თანმიმდევრობა გულისხმობს, რომ ქალბატონმა სალომემ დაარღვია პრეზიდენტის ფიცი, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ეს დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. რაც მთავარია, აცხადებს, რომ კვლავაც დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ამიტომ ადამიანი, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ვერ იქნება ხალხთან ერთად, რომლის კონსტიტუციაც ეს არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა