კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ მძიმე დღეშია, რადგან იცის, რომ აუცილებლად დამარცხდება

ნახვები: 494 გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ მძიმე დღეშია, რადგან იცის, რომ აუცილებლად დამარცხდება

ვერც ერთ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ ვერ დააბრკოლებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ახლა სისტემური მუშაობა და ერთიანობაა აუცილებელი.

„ქართული ოცნება“ მძიმე დღეშია, რადგან იცის, რომ ის აუცილებლად დამარცხდება. მისთვის მაშველი რგოლი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენაა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირისკენ ჩვენს ვერც სწრაფვას შეაჩერებს და ვერც იმ დიდი გამარჯვების ჟინს, რომელიც გვაქვს. ჩვენი გამარჯვება ნიშნავს სწრაფად, სრულუფლებიან წევრობას ევროკავშირში, მშვიდობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას საქართველოში, მათი გამარჯვება ნიშნავს საქართველო - არსაითკენ, ამიტომ ვერც ერთ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ ვერ დააბრკოლებს.

ეს არის მოსამზადებელი ფაზა, აბსოლუტურად ყველა რაიონში ჩავდივართ, რადგან ჩვენი ამოცანა მარტო ამ არჩევნებში გამარჯვება კი არ არის, ჩვენი ამოცანაა სწრაფად ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც სწრაფი რეფორმები სჭირდება და ამას ჭირდება ის, რომ 1:0 რომელიც ახლა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ მოუგო, ბოლომდე მივიყვანოთ. ამისთვის აუცილებელია ერთიანობა და სისტემური მუშაობა, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა