კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„თაობები საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 550 „თაობები საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიში წარმოადგენდა თავის ქებას, დაპირებებს და არასწორ ინფორმაციას. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „თაობები საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათივე განმარტებით, პრემიერის განცხადებაში არ იყო ნახსენები ინფლაცია, არცერთი პრობლემატური საკითხი და არ იყო გამოხატული სინანული, რომელიმე დაშვებულ შეცდომაზე.

“ტრადიციულად, წლის ბოლოს პრემიერმა წარადგინა ანგარიში. რას ნიშნავს ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის მეთაურის წლიური ანგარიში? - პრემიერი თავის ამომრჩეველს დაწვრილებით მოახსენებს თვეების მიხედვით რა გააკეთა მისმა გუნდმა ხალხის, ქვეყნის სამსახურში. სკურპულიოზურად , ზუსტი ციფრებით მოახსენებს, თუ რას გეგმავს მომავალ წელს. სრულად აცნობიერებს პასუხისმგებლობას პირველ რიგში ქვეყნის მოსახლეობის და აგრეთვე სხვა სახელისუფლებო შტოების წინაშე.

რას წარმოადგენდა ღარიბაშვილის გამოსვლა? თავის ქებას, დაპირებებს, არასწორ ინფორმაციას. ერთი წლის ანგარიშში მითვლილი იყო, თითქმის, ყველა მიმართულებაში მათი ხელისუფლებაში ყოფნის მანძილზე არსებული დინამიკა. არ იყო გათვალისწინებული ინფლაცია, არ იყო ნახსენები არცერთი პრობლემატური საკითხი, არ იყო გამოხატული არცერთი სინანული რომელიმე დაშვებულ შეცდომაზე. პრემიერს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს, არცერთ მიტინგთან დაკავშირებით, არცერთი სიტყვა იქ შეკრებილი საზოგადოების, ახალგაზრდობის მიმართ მათ რიტორიკაზე, არცერთი სიტყვა თუ როგორ “ითრევდა” ევროკავშირი ომში, როგორი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ საქართველოს პარტნიორებს და მეგობრებს, ევროპულ პერსპექტივას! და ახლა რას ვხედავთ? თურმე, ევროკავშირმა ომში კი არა ევროკავშირში „შეათრია“....და ესეც „ოცნების“ დამსახურებად გაიფორმეს.

ისევ იყო მუდმივად დატოლება და დაძრახვა იმ ხელისუფლების რომელიც 11 წლის წინ ჩაანაცვლეს!!! ისევ წარსულის ხსენება, ისევ სხვისი ლანძღვა და ისევ მოსახლეობით მანიპულირება. ეს არ არის, არც ევროპულობა, არც დემოკრატიულობა და, არც ქვეყნის მომავალი“, - ნათქვამია „თაობები საქართველოსთვის“ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა