კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე ამბობდა, ადრე ცუდი სისტემა შემოგვტენეს და არ მივიღებთო, ეს არც ერთი ნორმალური ადამიანისთვის მისაღები არგუმენტი არ არის

ნახვები: 568 იაგო ხვიჩია - ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე ამბობდა, ადრე ცუდი სისტემა შემოგვტენეს და არ მივიღებთო, ეს არც ერთი ნორმალური ადამიანისთვის მისაღები არგუმენტი არ არის

ირაკლი კობახიძეს მოვუსმინე, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ამბობდა, ადრე ცუდი სისტემა შემოგვტენეს და ამ შემოტენილ ცუდ სისტემას არ მივიღებთო, კორექტული არ არის, რომ იმ ხალხს, ვინც ეს-ესაა კანდიდატის სტატუსი მოგვცა, უთხრა, შენ რომ ცოტა ხნის წინ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მეხმარებოდი და პირობებს მიყენებდი, თურმე ის უპრეცედენტოდ უვარგისი ყოფილა და მის გამოსწორებაზე ვზრუნავთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ეს არც ერთი ნორმალური ადამიანისთვის მისაღები არგუმენტი არ არის.

„პრობლემას იმაში ვხედავ, რომ სხვადასხვა თანამდებობის პირები, რომელთაც სხვადასხვა პარტიების მხრიდან მაღალი ნდობა სჭირდება, კონსენსუსის გარეშე ინიშნებიან. საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი პრობლემა არის არის ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნის წესი, მთავარი პრობლემაა 5%-იანი ბარიერი და პარტიების დაფინანსების არსებული წესი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა