Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ ჩვენი სიმართლე ბოლომდე გავიტანეთ

ნახვები: 542 გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ ჩვენი სიმართლე ბოლომდე გავიტანეთ

ევროკავშირში საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთიანობა, პროფესიონალიზმი, ქვეყნის მიმართ სიყვარული და ევროპული ღირებულებები დაინახეს - ჩვენ ჩვენი სიმართლე ბოლომდე გავიტანეთ, არც ცალ ფეხზე დავდექით, არც ღირსება და სუვერენიტეტი შევიბღალეთ, სახელმწიფოს არც დაცვა დავაკელით და რაც მთავარია, მშვიდობა შევინარჩუნეთ, - ეს განცხადება დღეს პარლამენტში, უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, „ევროინტეგრაციის მატარებელი სწრაფად მიდის, საიდანაც ოპოზიციის ვაგონი ჩახსნილი და გაჩერებულია“.

„მშვიდობიანობის დროს კანდიდატის სტატუსის მიღება შევძელით ანუ პრაქტიკულად დავადგინეთ, რომ უძველესი, ქართული კულტურული ღირებულებები თავსებადია უძველეს ევროპულ კულტურულ ღირებულებებთან. ჩვენთვის დე იურე კანდიდატის სტატუსის მინიჭება სწორედ აქედან გამომდინარეობს.

რაც შეეხება რეკომენდაციებსა და პირობებს, ბუნებრივია, ევროპელებთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს. მათ იციან, საქართველოში ვისთან უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა. ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ ერთ წელში მოლაპარაკებები გაიხსნება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა