კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - 2024 წელს მთავარი გამარჯვება გველოდება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ

ნახვები: 508 ლევან ხაბეიშვილი - 2024 წელს მთავარი გამარჯვება გველოდება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ

2024 წელს ჩვენ გველოდება მთავარი გამარჯვება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქართველი ხალხი დაწინაურდა ამ ბრძოლაში 1:0, როცა ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ფოთში რაიონულ ორგანიზაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი და „ნაციონალური მოძრაობა”, „გამარჯვების პლატფორმა” ამ მიმართულებით ყველაფერს გააკეთებს.

„ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავალთ. ვხვდებით ჩვენს ადგილობრივ ლიდერებს, მინდა რომ თითოეულ მათგანს გადავუხადო მადლობა იმ ბრძოლისთვის, რასაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიული საქართველოსთვის ბრძოლა ჰქვია და 2024 წელს ჩვენ გველოდება მთავარი გამარჯვება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქართველი ხალხი დაწინაურდა ამ ბრძოლაში 1:0, როცა ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ამიტომ ეს გამარჯვება არის ბოლომდე მისაყვანი და „ნაციონალური მოძრაობა”, „გამარჯვების პლატფორმა” ამ მიმართულებით გააკეთებს ყველაფერს”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა