კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ეს შატალოა“ - იაგო ხვიჩია ენმ-ს საპარლამენტო ბოიკოტზე

ნახვები: 403 „ეს შატალოა“ - იაგო ხვიჩია ენმ-ს საპარლამენტო ბოიკოტზე

„ჩემს კოლეგებს პარლამენტში შემოსვლის დღიდან მუშაობა არ უნდათ და სხვადასხვა მიზეზს ეძებენ, რომ პარლამენტში არ იარონ", - განაცხადა დღეს, 22 ნოემბერს, „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტს „შატალოს" უწოდებს.

„მიხარია, რომ ჩემი კოლეგები ნელ-ნელა ბოიკოტს წყვეტენ. ეს აჩენს შანსს, რომ საპარლამენტო საქმიანობაც კი დაიწყონ და პარლამენტში რაღაც სხვაც მოხდეს, გარდა „ნაცებისა" და „ქოცების" ხელჩართული ჩხუბისა. არ ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს შეწყვეტს. პარლამენტში ხალხის ძალით ტარება და ძალით მუშაობა არ შეიძლება. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ჩემს კოლეგებს პარლამენტში შემოსვლის დღიდან მუშაობა არ უნდათ და სხვადასხვა მიზეზს ეძებენ, რომ პარლამენტში არ იარონ. ეს რაღაცნაირი ტიპის „შატალოა", რომელსაც ბოიკოტს ეძახიან. როცა კომიტეტის სხდომას ესწრები, პლენარულ სხდომას არა, ეს არ მესმის, რადგან ცოტა უცნაური ბოიკოტია", - განაცხადა ხვიჩიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა