კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ენერგო-პრო ჯორჯია“ დასავლეთ საქართველოში კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ნახვები: 563 „ენერგო-პრო ჯორჯია“ დასავლეთ საქართველოში კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობას განაგრძობენ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, აბონენტების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდება გუშინ საღამოს მოხერხდა, თუმცა, ამინდის კვლავ გაუარესების გამო, ენერგოინფრასტრუქტურის დაზიანება კვლავ გრძელდებოდა.

„დაბა ხარაგაულს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. აბონენტები ელექტროენერგიას იღებენ ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩხერი, ჯაფარეული და ბაზალეთი. ყინულმოცვის გამო დაზიანებულია მაღალი ძაბვის ათობით ხაზი, შესაბამისად კომპანიის ზარალი დიდია. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ასევე ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, წალენჯიხის და ჩხუროწყუს რაიონულ ცენტრებს. თითქმის მთელი ღამე არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია მესტიის მუნიციპალიტეტს, თუმცა, ამ დროისთვის ენერგომომარაგება აქ აღდგენილია.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ტექნიკურ სამსახურს დიდთოვლობის გამო გადაადგილება უჭირს, აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური დამატებითი ბრიგადები ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან არიან ჩასულები დასავლეთ საქართველოში და კოლეგებს ეხმარებიან სამუშაოების ოპერატიულად შესრულებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა