თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ცესკო - საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება

ნახვები: 537 ცესკო - საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება

საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება. ამის შესახებ განცხადებას „ცესკო“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამჯერად საქმე ეხება ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირებას. კერძოდ, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია არც კი დაწყებულა და ამომრჩევლებმა რეგიონებში არ იციან როგორ უნდა მისცენ ხმა.

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს, პარლამენტის წევრი, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ამტკიცებს, რომ ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია არც კი დაწყებულა და ამომრჩევლებმა რეგიონებში არ იციან როგორ უნდა მისცენ ხმა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არის სიცრუე. სანამ საზოგადოებას დეტალურად გავაცნობთ, თუ როგორ მიმდინარეობს ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია, გვინდა შევახსენოთ აღნიშნული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რომ სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში ერთ-ერთი საჯარო უწყება, სადაც ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების პრეზენტაცია გაიმართა და ასევე მონაწილეებმა ინფორმირების კამპანიის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს, სწორედ პარლამენტი იყო.

რაც შეეხება დეტალურად ამომრჩეველთა ინფორმირებას - ამ დროისათვის 300 000-მდე ამომრჩეველია ინფორმირებული. მათ შორის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 122 000-მდე ამომრჩეველმა.

ამასთან, ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის. ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ხალხმრავალ ადგილებში - მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებში, მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო და კერძო უწყებებში, ხალხმრავალ დღესასწაულებზე - მოქალაქეებს პირადად აქვთ შესაძლებლობა ნახონ და პრაქტიკაში გამოცადონ როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 1 700-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. რომლის ფარგლებშიც ინფორმაცია 150 000-მდე ამომრჩეველმა მიიღო. საარჩევნო სიახლეების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო-სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდა როგორც მედიაში, ასევე კინოთეატრებში და იუსტიციის სახლებში. რიგდება საინფორმაციო ბროშურები.

ამომრჩეველთა ინფორმირება არის ცესკოსა და სწავლების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტების ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ამ მიმართულებით პროექტებში მონაწილეობა მიიღო 16 000-მდე პირმა.

ამასთან, ჩვენ კიდევ ერთი სიახლე შევთავაზეთ ამომრჩეველს - ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემდეგაც ნებისმიერ პირს შეუძლია ონლაინ მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში და ნახოს, როგორ უნდა მისცეს ხმა ელექტრონული აპარატების გამოყენებით.

ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სამოქმედო გეგმით კი არის განსაზღვრული ყველა ეტაპი და ადმინისტრაცია სწორედ გეგმის მიხედვით კიდევ უფრო ინტენსიურად გააგრძელებს ამომრჩეველთა ინფორმირებას და უზრუნველყოფს 2024 წლის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარებას. პოლიტიკოსებს და ჩართულ მხარეებს კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ამ პროცესში დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, ადმინისტრაციასთან ერთად ხელი შეუწყონ ამომრჩეველთა სწორ ინფორმირებას და შევახსენებთ, რომ არჩევნები საერთო საქმეა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა