კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ომბუდსმენი - მიხეილ სააკაშვილს თუ დამატებით, სურვილი ექნება სახალხო დამცველის ნახვის, ამაზე უარს არასდროს ვეტყვი

ნახვები: 428 ომბუდსმენი - მიხეილ სააკაშვილს თუ დამატებით, სურვილი ექნება სახალხო დამცველის ნახვის, ამაზე უარს არასდროს ვეტყვი

მიხეილ სააკაშვილმა იცის და მისთვის ნათქვამი მაქვს, თუ დამატებით, სურვილი ექნება სახალხო დამცველის ნახვის, ამაზე უარს არასდროს ვეტყვი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც იოსელიანი განმარტავს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული აღარ არის და ის გაუმჯობესებულია.

„მიხეილ სააკაშვილთან, როცა სახალხო დამცველი გავხდი, მაშინ ვიყავი, მოვინახულე. მას შემდეგ არ შემიწყვიტავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. პერიოდულად, მასთან ჩემი მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი შედის და რაც მთავარია, 3 თვეში ერთხელ კონსილიუმი მიდის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს, შემდეგ კი, დასკვნას საჯაროდ ვაქვეყნებთ. მიხეილ სააკაშვილმა იცის და მისთვის ნათქვამი მაქვს, თუ დამატებით, სურვილი ექნება სახალხო დამცველის ნახვის, ამაზე უარს არასდროს ვეტყვი. თუმცა, ჩემთვის, როგორც ცნობილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი კრიტიკული აღარ არის, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. იანვარში უკვე კონსილიუმს უწევს შესვლა და დამატებით უკვე კონსილიუმი იტყვის, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი. ის ბუნებრივია, გამორჩეული პატიმარია, თუმცა, უფლებების კუთხით, ის თანაბარი უფლებებით სარგებლობს, ისევე როგორც სხვა პატიმრები. როცა სააკაშვილთან სანახავად მივედი, ყველა პატიმარი მოვინახულე, რომელიც იმ დაწესებულებაში იყო. მიუხედავად იმისა, ვინ არის ადამიანი, უფლებების კუთხით, ყველას თანაბარი გვაქვს. ბუნებრივია, ის ყოფილი პრეზიდენტია და მასზე მეტი ინტერესი იქნება მედიის მხრიდან, თუმცა, ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის მსჯავრდებულების უფლებების დაცვა თანაბრად მნიშვნელოვანია“, - აცხადებს იოსელიანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა