კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხვიჩა კვარაცხელია - ძალიან დიდი პატივია, ზედიზედ ოთხჯერ გახდე წლის საუკეთესო ფეხბურთელი

ნახვები: 536 ხვიჩა კვარაცხელია - ძალიან დიდი პატივია, ზედიზედ ოთხჯერ გახდე წლის საუკეთესო ფეხბურთელი

ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაესწრო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება GFF Awards 2023-ს, სადაც უკვე ზედიზედ მეოთხედ აღიარეს წლის საუკეთესო მოთამაშედ და დამსწრეებს ვიდეოჩანაწერით მიმართა.

„პირველ რიგში მინდა მადლობით დავიწყო. ზედიზედ ოთხჯერ გახდე წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ძალიან დიდი პატივია და ამისთვის ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება 2024 წელს, იმედი, მაქვს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული წელი იქნება და ყველა იმ ოცნებას ავიხდენთ, რაც ყველა ქართველს გააჩნია.

აქვე მინდა, რომ ყველას წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და ბედნიერება, წარმატებები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობა გისურვოთ. დაესქარით მრავალს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ – წარმატებები“, – ამბობს წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი.


ხვიჩა კვარაცხელია 2023 წელს გახდა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და საუკეთესო ასისტენტი, ხოლო უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარა. GFF Awards -ზე ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეოთხედ (2020, 2021, 2022, 2023) დაასახელეს, რაც რეკორდია.

ხვიჩა კვარაცხელიას 29 დეკემბერს „ნაპოლის“ შემადგენლობაში წლის ბოლო მატჩს „მონცასთან“ „სტადიო ოლიმპიკზე“ გამართავს და დაჯილდოებას ამის გამო ვერ დაესწრო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა