პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ჯო ბაიდენი - კონგრესმა ნაბიჯი უნდა გადადგას წინ და შემდგომი დაყოვნებების გარეშე იმოქმედოს

ნახვები: 720 ჯო ბაიდენი - კონგრესმა ნაბიჯი უნდა გადადგას წინ და შემდგომი დაყოვნებების გარეშე იმოქმედოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს 2024 წელს რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ყველაზე მასიურ საჰაერო დაბომბვას მოყვა.

„ამერიკელ ერს შეუძლია იამაყოს სიცოცხლეებით, რომელთა გადარჩენაში დახმარება შევძელით, და მხარდაჭერით, რომელიც უკრაინას გავუწიეთ, რომელიც საკუთარ ერს, საკუთარ თავისუფლებასა და საკუთარ დამოუკიდებლობას იცავს. მაგრამ თუ კონგრესი ახალ წელს სასწრაფო ზომებს არ მიიღებს, ჩვენ ვერ შევძლებთ იარაღისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჰაერო სისტემების გაგზავნას, რომლებიც უკრაინას საკუთარი ერის დასაცავად სჭირდება. კონგრესმა ნაბიჯი უნდა გადადგას წინ და შემდგომი დაყოვნებების გარეშე იმოქმედოს,” - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის ფსონები უკრაინას სცდება და ნატოს მთლიან ალიანსს, ევროპისა და სამომავლო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების უსაფრთხოებას ეხება, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არა მხოლოდ უკრაინის განადგურებას ცდილობს, არამედ ნატოში აშშ-ის ზოგიერთ მოკავშირესაც ემუქრება.

„როდესაც დიქტატორებსა და ავტოკრატებს უხეში ქმედებების უფლება ეძლევათ, იზრდება იმის რისკი, რომ შეერთებული შტატები პირდაპირ იქნება ჩართული და შედეგები მთელს მსოფლიოში ისმის. სწორედ ამიტომ შეერთებულმა შტატებმა 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია გააერთიანა უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია განცხადებაში

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა