თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბიძინა ივანიშვილი - ოპოზიცია სრულად განადგურდა, რამაც მმართველ პარტიას შეიძლება თავბრუ დაახვიოს

ნახვები: 500 ბიძინა ივანიშვილი - ოპოზიცია სრულად განადგურდა, რამაც მმართველ პარტიას შეიძლება თავბრუ დაახვიოს

სამწუხაროდ, სრულად განადგურდა ოპოზიცია. განადგურდა პოლიტიკის ის სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში მმართველი გუნდის კონტროლზეა პასუხისმგებელი- ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება, თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ რჩება ჩნდება ცდუნება, რომ დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ოპოზიციის განადგურებამ და ამ ფაქტორით გამოწვეულ შესაძლო გამოწვევებმა მმართველ ძალაში აიძულა მისთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება მიეღო და პოლიტიკაში დაბრუნებულიყო, რის შესახებაც მმართველი გუნდის ხელმძღვანელობას რამდენიმე დღის წინ თავად აცნობა.

„პოლიტიკიდან გასვლისას მმართველი პარტიის სათავეში გამართული გუნდი დავტოვე, რომელმაც გასული სამი წლის განმავლობაში მრავალი სირთულის დაძლევა და ამოცანების შესრულება შეძლო. ამ ფონზე, სამწუხაროდ, ვიმეორებ, სამწუხაროდ, სრულად განადგურდა ოპოზიცია. განადგურდა პოლიტიკის ის სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში მმართველი გუნდის კონტროლზეა პასუხისმგებელი. დანაშაულებრივი წარსულით დამძიმებული ოპოზიცია ხელისუფლების ჯანსაღი და ქმედითი კონტროლით არც მანამდე გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა მას კონტროლის მინიმალური რესურსიც აღარ დარჩა. ნაცვლად ოპოზიციური პარტიების ეფექტიანი კონტროლისა, ხელში შეგვრჩა სიცრუის ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება მათი მედიასაშუალებებიდან და უკვე იმდენად გაცვდა, რომ მმართველ გუნდს მცირე დისკომფორტსაც კი ვეღარ უქმნის. ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ რჩება, ჩნდება ცდუნება, რომ დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციის კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება. ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც ჩემს მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს ცოტა ხნის წინ თავად მივმართე“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა