თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

იაპონიაში საქართველოს ელჩი - მიწისძვრის შედეგად საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა

ნახვები: 700 იაპონიაში საქართველოს ელჩი - მიწისძვრის შედეგად საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა

იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მიღებული ცნობებით, იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა.

ელჩი მოუწოდებს საქართველოს მოქალქეებს, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში მიმართონ საელჩოს ან დარეკონ ცხელ ხაზზე. მისივე ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა.

„ამ მომენტისთვის, სამწუხაროდ, 60-ზე მეტი ადამიანი, კონკრეტულად კი, 64-ია დაღუპული. მე უკვე მივუსამძიმრე იაპონიის მთავრობას, იაპონელ ხალხს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ეს მოხდა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, იმ რეგიონში ქართველი არავინ ცხოვრობს, თუმცა, მაგალითად, როგორც მე მივემგზავრებოდი, საკმაოდ მდიდარი რეგიონია და არ გამოვრიცხავდი, რომ იქ ყოფილიყვნენ ქართველები სამოგზაუროდ. ჩვენ შევძელით, რომ გადაგვემოწმებინა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ჩვენი ყველა არხის მეშვეობით და, ჩვენი ინფორმაციით, იქ არავინ არის ჯერჯერობით. გავიდა ორი დღე. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ცხელი ხაზი გახსნილი გვაქვს და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, დაგვიკავშირდეს ნებისმიერ საჭიროებასთან დაკავშირებით. ამისთვის ისედაც ყოველთვის მზად ვართ. საქართველოს მოქალაქეებს, საბედნიეროდ, ეს შემთხვევა არ შეეხოთ. ყველაზე ახლოს ალბათ ჩვენ ვიყავით, ჩემი ოჯახი, ვინც, ასე ვთქვათ, დაზარალდა, თუმცა ჩვენც ჯანმრთელობის კუთხით, საბედნიეროდ, კარგად ვართ“, – აცხადებს თეიმურაზ ლეჟავა.

იაპონიაში საქართველოს ელჩი მიწისძვრის დროს ოჯახთან ერთად მატარებლით გადაადგილდებოდა სწორედ სტიქიური უბედურების ზონაში. მიწისძვრის გამო მათი მატარებელი გაჩერდა და ერთი დღის განმავლობაში მატარებლის მგზავრებს, მათ შორის, ელჩს, ოჯახთან ერთად, სადგურში მოუწიათ ღამის გათევა.

„სწორედ იმ მომენტში, როდესაც მიწისძვრა მოხდა, მე და ჩემი ოჯახი ვიმყოფებოდით ზუსტად იმ რეგიონში, დაახლოებით 150 კმ-ის მოშორებით ვიყავით. ერთ საათში უნდა ჩავსულიყავით კანაზავის სადგურზე. კანაზავა არის იშიკავის დედაქალაქი. ვაგონში უცბად ჩაქრა შუქი და გამოაცხადეს, რომ მატარებელი ცოტა ხანს უნდა შეჩერებულიყო. მაგ მომენტში ეგრევე ვიგრძენით დიდი მიწისძვრა და საკმაოდ შევშინდით, რადგან ეს მატარებელი ჩქაროსნულია და ძალიან სწრაფად მიდიოდა. შემდეგ ინტერნეტით გავიგეთ, რომ დიდი მიწისძვრა იყო სწორედ კანაზავის რეგიონში. ჩვენს ოჯახს რაც შეეხება, ახლა ვართ კარგად, თუმცა ვინაიდან დიდხანს არ აღდგა მიმოსვლა, მთელი ღამის გატარება მატარებელში მოგვიწია. ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან საკმაოდ დიდი არეულობა იყო. არ მუშაობდა ინფრასტრუქტურა, თუმცა ჩვენ გვჯეროდა, რომ მალევე გაუმკლავდებოდა იაპონური მხარე ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა. დილით უკვე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გადაგვიყვანდნენ სხვა სადგურში და იქიდან შევძლებდით ტოკიოში დაბრუნებას. მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად გვაწვდიდნენ საკვებ პროდუქტს და წყალს. კარგად იყო მოწყობილი ეს სადგური და სხვა რამე პრობლემა არ შეგვქმნია. სამწუხაროა, რომ ახლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები იმ რეგიონში. ბევრი ადამიანის გადარჩენას ჯერ კიდევ ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მიწისძვრა იყო იაპონიაში, მაინც მგონია, რომ მსხვერპლი მინიმალურია, თვითონ შენობები და ინფრასტრუქტურა არის უმაღლეს დონეზე გამართული და ასევე, იაპონიის მთავრობასაც, სხვადასხვა სტრუქტურებს აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით, კრიზისთან გამკლავებას ვგულისხმობ. ამიტომაც შეძლეს მეტ-ნაკლებად თავის დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მასშტაბის მიწისძვრა მოხდა და მას ცუნამიც მოჰყვა“, – განაცხადა თეიმურაზ ლეჟავამ.

იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს ცხელ ხაზზე: +81 80 7933 5060.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა