კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„პირველი, ვისზეც დაიწყო ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა, გახლდათ ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე“, - ოპოზიციის ბრალდება რიჟვაძეს

ნახვები: 437 „პირველი, ვისზეც დაიწყო ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა, გახლდათ ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე“, - ოპოზიციის ბრალდება რიჟვაძეს

„პირველი, ვისზეც დაიწყო ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა, გახლდათ ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე", - განაცხადა დღეს, 24 ნოემბერს, ბათუმის „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ.

შეგახსენებთ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აუდიოჩანაწერებს ასაჯაროებს, საიდანაც დგინდება, რომ ენმ-ის წევრს, ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა, ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმით ემუქრებოდნენ.

„ჩვენი ფრაქციის სხვადასხვა წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, თუმცა ერთ-ერთი პირველი ვისზეც დაიწყო ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა ეს გახლდათ ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და მთელ ქვეყანას", - განაცხადა კირთაძემ.

კირთაძის თქმით, ფუტკარაძესთან მოლაპარაკებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მამის, დათო რიჟვაძის დავალებით

ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი - ვაჟა თაბაქიძე და ბადრი ბაკურიძე ახორციელებდა.

 

"მათ არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზარ ფუტკარაძესთან, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით, ბატონი ნუგზარი პირადად მე მაყენებდა საქმის კურსში ამ შეხვედრების შესახებ და მაშინ, როცა ეს უკვე გაუსაძლის ხასიათს იძენდა, ბატონმა ნუგზარმა თვითონვე გააკეთა ჩანაწერები, დარწმუნებული ვარ, მეორე მხარეც ამ ჩანაწერებს აკეთებდა და ეს ჩანაწერები მომაწოდა პირადად მე", - განაცხადა კირთაძემ.

 

ენმ მამა-შვილი რიჟვაძეების გადადგომასა და დღეს გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

 

ოპოზიციური პარტია მოითხოვს, საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს სახალხო დამცველმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა