კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაკარგულ 240-ზე მეტ ადამიანს ეძებენ, დაღუპულთა რაოდენობამ 90-ს გადააჭარბა

ნახვები: 552 იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაკარგულ 240-ზე მეტ ადამიანს ეძებენ, დაღუპულთა რაოდენობამ 90-ს გადააჭარბა

იაპონიაში მაშველები დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაკარგული 242 ადამიანის სამძებრო სამუშაოებს განაგრძობენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, იაპონიის თავდაცვის ძალებმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცების რაოდენობა გააორმაგეს და 4 600-მდე გაზარდეს. ფიქრობენ, რომ ბევრი ადამიანი, ძირითადად ქალაქ სუზუსა და ვაჯიმაში, დანგრეული სახლების ქვეშაა მოყოლილი. ათობით ათასი მოსახლე კვლავ ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა, ასობით ადამიანი კი მეწყრის და გადაკეტილი გზების გამო დახმარების მიღებას ვერ ახერხებს.

„არ დავნებდებით“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ პარასკევს კატასტროფებზე რეაგირების სამსახურის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ.

მან მაშველებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დაზარალებულ მოსახლეობამდე მიაღწიონ.

შეგახსენებთ, ნოტოს ნახევარკუნძულზე 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 1-ელ იანვარს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 92-მდე გაიზარდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა