პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ენტონი ბლინკენი - პალესტინელები არ უნდა აიძულონ, ღაზა დატოვონ

ნახვები: 542 ენტონი ბლინკენი - პალესტინელები არ უნდა აიძულონ, ღაზა დატოვონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ პალესტინელებზე არ უნდა განახორციელონ ზეწოლა იმ მიზნით, რომ ღაზის სექტორი დატოვონ და ასევე, როგორც კი საშუალება გაჩნდება, მათ თავიანთ სახლებში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეთ.

ბლინკენმა დაგმო ისრაელის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები, რომ პალესტინელები სხვაგან უნდა გადასახლდნენ.

”პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას უნდა შეეძლოს სახლში დაბრუნება, როგორც კი სათანადო პირობები შეიქმნება, ისინი არ უნდა აიძულონ, ღაზა დატოვონ“, - აღნიშნა ბლინკენმა.

ამასთან, მისი თქმით, შეთანხმებული სამშვიდობო ძალისხმევის გარეშე ისრაელი- "ჰამასის" კონფლიქტი, შესაძლოა, მთელ რეგიონში გავრცელდეს.

"რეგიონში ღრმა დაძაბულობის მომენტია. ეს არის კონფლიქტი, რომელსაც შეუძლია ადვილად მოახდინოს მეტასტაზირება და გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი დაუცველობა და ტანჯვა", - აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე დღიანი ვიზიტით იმყოფება. ის გუშინ, გვიან ღამით კატარიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა, დღეს კი საუდის არაბეთში გაემგზავრება. ბლინკენი უკვე იმყოფებოდა იორდანიაში, თურქეთსა და საბერძნეთში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელსაც ეწვევა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა