კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმებაზე - შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოში და ამტკიცონ საკუთარი სიმართლე

ნახვები: 592 ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმებაზე - შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოში და ამტკიცონ საკუთარი სიმართლე

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც ფინანსური მოგების მიზნით, მედიკამენტების ფასს შეთანხმებულად ზრდიდნენ და კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა, მიღებული გადაწყვეტილება შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„[ფარმაცევტულ კომპანიებს] შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოში და ამტკიცონ საკუთარი სიმართლე. ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა. ვხედავთ კომპანიებს შორის შეთანხმებულ ქმედებებს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული ანუ ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მომხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა. ზოგ შემთხვევაში, მედიკამენტების ფასები 3-ჯერ და 4-ჯერ იყო გაძვირებული. სამწუხაროდ ეს პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგან ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა. კონკურენციის სააგენტოსგან ფაქტს რეაგირებაც მოყვა, კონკრეტული მტკიცებულებები ჩვენ, გასული წლის მარტის თვეში წარმოვადგინეთ. ამ კომპანიებმა კონკურენციის სააგენტოში ვერანაირი არგუმენტი ვერ წარადგინეს, რაც სააგენტოს განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა და, სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი დადასტურდა. ასეთი ფაქტი ჩვენს ქვეყანაში ასეთი მკაცრი რეაგირების შემდეგ, დიდი იმედი მაქვს, რომ აღარ განმეორდება. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვართ. იცით, რომ ამისთვის სპეციალური ბაზებიც კი შევქმენით. მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ასევე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე, მათ ნაშთებს, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას დეფიციტი და პრევენცია მოვახდინოთ. ონკოლოგიურ მედიკამენტს რაც შეეხება, იცით, რომ ონკოლოგიური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ვალდებულებას ამ წლიდან სახელმწიფო იღებს. შევძელით, რომ პაციენტებს, იანვრიდან, გარკვეულ მედიკამენტებს მივაწვდით.

ცხადია, ყველა მედიკამენტს სახელმწიფო ვერ იყიდის. ჩვენ რეფერენტული ფასწარმოქმნის პროექტი როცა დავიწყეთ, მაშინ კონსულტაცია გავიარეთ უცხოელ კონსულტანტებთან. მათი მკაცრი რეკომენდაცია იყო რეფერენტული ფასწარმოქმნა ძვირადღირებულ მედიკამენტებს, ამ შემთხვევაში, ონკოლოგიურ მედიკამენტებს არ შეხებოდა და წავსულიყავით პირდაპირი მოლაპარაკებების გზით უშუალოდ მწარმოებლებთან. შესაბამის გეგმასაც მივყვებით. კონკრეტული ხელშესახები შედეგებიც გვაქვს, სადაც ბიუჯეტს მნიშვნელოვნად ვზოგავთ. ამან იმის შესაძლებლობაც კი მოგვცა, რომ მიმდინარე წელს, ჩვენი მოსახლეობა, ონკოლოგიური პაციენტები ონკოლოგიური მედიკამენტებით სრულად უზრუნველვყოთ. რაც შეეხება ქრონიკულ მედიკამენტებს, მიმდინარე წელს, ჩვენ მოქალაქეებს, ვისაც ეს სჭირდება, მთელი წლის საჭიროებით, სრულად უზრუნველვყოფთ. ეს ეხება 400 ათას ადამიანს ქვეყანაში. შესაბამისი ბიუჯეტი და პროცედურული ნაწილი დასრულებულია და მიმდინარე თვიდან უკვე ამას შევძლებთ“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ცნობისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 კომპანია შეთანხმებული ქმედების გამო დააჯარიმეს. მათივე ცნობით, “ავერსის”, "გეფას" ("ჯი პი სი" და “ფარმადეპო”), "პსპ"-სა და “მერმისის” მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფასების შეთანხმება, ფასების ფიქსაცია დადგინდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა