Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას ხელი შეუშალოს

ნახვები: 623 „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას ხელი შეუშალოს

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის პარლამენტში წარდგენას ხელი შეუშალოს. აღნიშნულ საკითხზე პარტიაში კომენტარები დღეს გაკეთდა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, უმრავლესობა ხელს შეუშლის სალომე ზურაბიშვილს, რათა საზოგადოებამ არ მოისმინოს სტრატეგიული პარტნიორების ძირითადი გზავნილები.

„ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ საკითხს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. 2013 წლის 8 თებერვალს მან პრეზიდენტ სააკაშვილს არ მისცა უფლება, წარედგინა და საზოგადოებისთვის გაეცნო თავისი წლიური ანგარიში. მარგველაშვილი როდესაც გახდა ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემა, არ აძლევდა მარგველაშვილს თავისი უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას, მათ შორის, პარლამენტში. ახლა სალომე ზურაბიშვილის ჯერი დადგა. ბიძინა ივანიშვილის მორჩილი უმრავლესობა, ცხადია, ხელს შეუშლის სალომე ზურაბიშვილს, რომ საზოგადოებამ არ მოისმინოს ის ძირითადი გზავნილები, რომელიც მოდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ქართველი ხალხის მთავარი ამოცანაა, საქართველო იხილოს ევროკავშირში. პროდასავლური ოპოზიცია ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველომ შემდგომი ნაბიჯები გადადგას წევრობისკენ, თუმცა ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ხელი შეუშალოს, თუმცა ეს მას არ გამოუვა“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკა ობოლაძემ საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ “„ქართულ ოცნებას“ საქმის ნაცვლად ცირკის მოწყობა სჩვევია და ესეც შეიძლება, იყოს მორიგი ცირკი“.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი ვალდებულებაა დაიცვას კონსტიტუცია, გამოიყენოს კონსტიტუციური ბერკეტები და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რადგან 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა იყოს გარეთ. მას უნდა ჰქონდეს საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა. ეს არის სალომე ზურაბიშვილის ვალდებულება, ხოლო რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ისინი დგამენ ცირკს, ეს გააკეთა ადრეც და გააკეთებს სულ, არ არის მნიშვნელოვანი. ფაქტია ერთი რამ, რომ ისინი არიან კორუმპირებულები, დაპირისპირებულები და არიან შესაცვლელები“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა