კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ენტონი ბლინკენი - განვაგრძობთ ისრაელის გვერდით დგომას

ნახვები: 514 ენტონი ბლინკენი - განვაგრძობთ ისრაელის გვერდით დგომას

ჩვენ განვაგრძობთ ისრაელის გვერდით დგომას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თელ ავივში ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბლინკენი განმარტავს, შეერთებული შტატები მუშაობს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ მიმავალი გზის გასამაგრებლად.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია, უფრო ფართო კონფლიქტი არავის ინტერესში არ შედის. მისივე თქმით, ყველგან, სადაც ის ჩადიოდა ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში, ლიდერები ხაზს უსვამდნენ შეშფოთებას კონფლიქტის გავრცელების გამო და პირობას დებდნენ, რომ გამოიყენებდნენ მათ გავლენას ომის ესკალაციის შეჩერებაში.

ბლინკენის განცხადებით, ლიდერებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება „მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ღაზაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობის შესახებ”.

„ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვლილთა ყოველდღიური რაოდენობა, განსაკუთრებით ბავშვების, ძალიან მაღალია. ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ომმა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ძალიან ბევრი ტანჯვა მოიტანა, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა მიაღწიოს თავის ძალიან ლეგიტიმურ მიზნებს, რათა უზრუნველყოს, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდება”,- განაცხადა ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენის თქმით, ისრაელის ლიდერებთან შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა, რომ პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას უნდა შეეძლოს სახლში დაბრუნება, როგორც კი ამის საშუალება იქნება და რომ მათ არ უნდა აიძულონ დატოვონ ღაზა.

„გვჯერა, ისრაელის მთავრობასაც სჯერა, რომ დიპლომატიური გზა არის საუკეთესო გზა უსაფრთხოების მისაღწევად და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ განვაგრძობთ“, – დასძინა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა ისიც, რომ ისრაელის მიმართ გენოციდის ბრალდება უსაფუძვლოა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა