კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - ივანიშვილმა თავი შეაფარა ნახევრად ოფიციალურ სტატუსს

ნახვები: 540 რომან გოცირიძე - ივანიშვილმა თავი შეაფარა ნახევრად ოფიციალურ სტატუსს

9 პირობის შეუსრულებლობის, განსაკუთრებით არჩევნების არასამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, ივანიშვილი ვერ ასცდება სანქციებს - თავი შეაფარა ნახევრად ოფიციალურ სტატუსს, მაგრამ ეს თავშესაფარი ვერ იხსნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, სტატუსის მიღებამდე დასავლეთი ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდა, თუმცა, ივანიშვილმა იცის, რომ ეს ასე არ გაგრძელდება.

„ივანიშვილის ნაწილობრივ ლეგალიზაციის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ კარგად გრძნობს, არ იქნება ისეთივე მიდგომა საქართველოს ხელისუფლების და მისი არაფორმალური მმართველობის მიმართ, როგორიც სტატუსის მიღებამდე იყო, რადგან სტატუსის არმიღება შესაძლოა, აღმოჩენილიყო ქვეყნისთვის წარმოუდგენლად დიდი პოლიტიკური ზიანის მომტანი, განსაკუთრებით რუსეთის კონტექსტში. ამიტომ ევროკავშირი და აშშ ბევრ რამეზე ხუჭავდა თვალს. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარემოცვის დიდი ნაწილი, მაგალითად, მოსამართლეები და ფარცხალაძე მაინც დასანქცირდა, უფრო ლმობიერი მიდგომა ჰქონდათ. ახლა უკვე აბსოლუტურად სხვა რეალობაა, 9 პირობის შეუსრულებლობის პირობებში და განსაკუთრებით არჩევნების არასამართლიანად ჩატარების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ვერ ასცდება სანქციებს, სწორედ ამიტომ მან თავი შეაფარა ნახევრად ოფიციალურ სტატუსს, გააიგივა თავი ხელისუფლების ნაწილად და სახელისუფლებო პირის დასანქცირება არ იქნება ადვილი დასავლეთისთვის. ეს გათვლა აქვს მას, მაგრამ ეს თავშესაფარი მას ვერ იხსნის სანქციებისგან, რადგან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო მეტი რამ გახდა ნათელი, მეტად გამოვიდა სააშკარაოზე მისი რუსეთთან კავშირები და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები. ასე რომ, ის ვერ გადაურჩება სანქციებს როგორი პარტიული პოსტიც არ უნდა ჰქონდეს მას,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა