კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბაგები ქავთარაძის ქუჩას ხიდით და გვირაბით დაუკავშირდება - ტენდერი უახლოეს დღეებში უნდა გამოცხადდეს

ნახვები: 642 ბაგები ქავთარაძის ქუჩას ხიდით და გვირაბით დაუკავშირდება - ტენდერი უახლოეს დღეებში უნდა გამოცხადდეს

დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, თბილისის მერია ახალ საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობას რამდენიმე დღეში დაასრულებს და ტენდერი გამოცხადდება.

საუბარია პროექტზე, რომლითაც ბაგები საბურთალოს ხიდის, შემდეგ კი, გვირაბის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. მშენებლობა კი, დაწყებიდან 6 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.

"იანვრის თვის ბოლოს ხიდი მთლიანად აშენებული იქნება. დარჩება ტექნიკური დეტალები, რომელიც თებერვლის ბოლოს დასრულდება და შემდეგ გადაადგილება ჩვეულებრივად იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ბენდელიანმა.

bm.ge-ის კითხვაზე, როდის მოხდება ხიდის დაკავშირება ვაჟა-ფშაველასთან, ბენდელიანმა თქვა, რომ პროექტი მზად არის და ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

"ეს ერთ-ერთი პროექტია,რომელსაც წელს ვგეგმავთ. კონკრეტულად საუბარია ხიდზე, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩას დაუკავშირდება და შემდეგ, უკვე მოხდება ახალი სამანქანო გვირაბის გაჭრა და შემდეგ უკვე ბაგებიდან ქავთარაძესა და ვაჟა-ფშაველას მიმართულებით გადაადგილება რამდენიმე წუთში იქნება შესაძლებელი. პროექტი რამდენიმე დღეში ჩაბარებული გვექნება და უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება. ამის მერე, სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. სამუშაოებს დაწყებიდან 6 თვეში მთლიანად დავამთავრებთ", - განაცხადა ბენდელიანმა.

შეგახსენებთ, პროექტი ნოემბრის დასაწყისში დედაქალაქის მერმა დააანონსა.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა