კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პოლონეთის საელჩო სოციალურ ქსელში, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და თან იმ ფოტოს ურთავს, სადაც სამების ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატზე, სტალინიცაა გამოსახული

ნახვები: 660 პოლონეთის საელჩო სოციალურ ქსელში, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და თან იმ ფოტოს ურთავს, სადაც სამების ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატზე, სტალინიცაა გამოსახული

პოლონეთის საელჩო საქართველოში, სოციალურ ქსელში, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და თან იმ ფოტოს ურთავს, სადაც სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატზე, იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

ამის შესახებ განცხადებას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა პოლონეთის იმ მოქალაქეების საერთო რაოდენობა დაადგინა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ - 1,8 მილიონი. აქედან 150 ათასი დაიღუპა. მათი უმეტესობა 1939-1941 წლებშია რეპრესირებული, როდესაც სადამსჯელო ოპერაციების შედეგად დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი დაზარალდა. 200 000-მდე პოლონელი კი 1944-1952 წლების რეპრესიებში მოჰყვა. კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება”, - ნათქვამია პოლონეთის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სამების ტაძარში განთავსებულია წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული. ხატს გუშინ საღებავი შეასხეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა