კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ტრამპმა პირობა დადო, რომ თავდასხმის შემთხვევაშიც კი ევროპას არასდროს დაეხმარებოდა

ნახვები: 593 ტრამპმა პირობა დადო, რომ თავდასხმის შემთხვევაშიც კი ევროპას არასდროს დაეხმარებოდა

„პოლიტიკო“ ევროპის ერთ-ერთ მაღალჩინოსან პოლიტიკოსზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ დაეხმარებოდა ევროპას, თუ მას თავს დაესხმებოდნენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ფრანგი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონის თქმით, რომელიც იმყოფებოდა 2020 წელს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, განაცხადა, რომ ეს განცხადება ტრამპმა ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას გააკეთა, რომელ შეხვედრასაც ბრეტონიც ესწრებოდა.

„თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თუ ევროპას თავს დაესხმებიან, ჩვენ არასდროს მოვალთ თქვენს დასახმარებლად და მხარდასაჭერად. სხვათა შორის, ნატო მკვდარია და ჩვენ წავალთ, დავტოვებთ ნატო-ს,“ – ტიერი ბრეტონის თქმით, უთხრა ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს 2020 წელს.

„პოლიტიკო“ წერს, რომ ევროკავშირის სამრეწველო პოლიტიკისა და თავდაცვის დღის წესრიგზე პასუხისმგებელმა კომისარმა, ბრეტონმა უბიძგა ევროკავშირს, გაზარდოს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე და გამოყო 100 მილიარდი ევრო იარაღის წარმოების გასაძლიერებლად.

„ეს იყო დიდი გამოღვიძება და ის შეიძლება დაბრუნდეს“, – თქვა ბრეტონმა ტრამპის შესახებ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა