კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას მილიარდობით ევროს დახმარებას ჰპირდებიან

ნახვები: 555 ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას მილიარდობით ევროს დახმარებას ჰპირდებიან

ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრაზე მოკავშირეებმა მკაცრად დაგმეს უკრაინაზე რუსული საჰაერო თავდასხმების ესკალაცია, ასევე რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული ბალისტიკური რაკეტების და ირანიდან მიღებული დრონების გამოყენება, - ამის შესახებ ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„მოკავშირეებმა უკვე მიაწოდეს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების ფართო სპექტრი და დღეს მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება უკრაინის თავდაცვის შემდგომი გაძლიერების შესახებ. ნატო-ს მეშვეობით მოკავშირეები ყიდულობენ Patriot-ის 1 000-მდე საჰაერო თავდაცვის რაკეტას მარაგების შესავსებად, რადგან ისინი აგრძელებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ალიანსში აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ, გერმანიამ უკრაინას მიაწოდა Patriot-ისა და Skynex-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები და დამატებითი რაკეტები IRIS-T საჰაერო თავდაცვისთვის, ხოლო გაერთიანებული სამეფო უკრაინას დაახლოებით 200 საჰაერო თავდაცვის რაკეტას უგზავნის. შეხვედრაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ნატო-ს ქვეყნები უკრაინას 2024 წელს მილიარდობით ევროს სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ.

„მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და ბევრმა მოკავშირემ წარადგინა გეგმები 2024 წელს მილიარდობით ევროს შემდგომი მხარდაჭერის მიწოდების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ნატო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეული და ირანული იარაღით.

„პუტინი ზედიზედ მეორე წელია ცდილობს მასობრივი დარტყმებით უკრაინის დათრგუნვას, მაგრამ არ გამოუვა. რუსეთის სისასტიკის კამპანია მხოლოდ აძლიერებს უკრაინის სიმტკიცეს. როდესაც მოსკოვი აძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, ნატო-ს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას. ჩვენ გავაგრძელებთ მამაცი უკრაინელების გვერდით დგომას, რომლებიც რუსეთის აგრესიულ ომს უპირისპირდებიან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ცნობისათვის, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა გუშინ გაიმართა. შეხვედრა უკრაინულმა მხარემ რუსეთის მხრიდან ბოლო დროს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გახშირებული თავდასხმების საკითხის განსახილველად მოიწვია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა