კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - სტალინი და მატრონა, ძაღლების და ადამიანების დაპირისპირების შესახებ მითები, რომელსაც ორი დღეა ვისმენდით, ხელისუფლების მიერ წახალისებული მგონია

ნახვები: 533 იაგო ხვიჩია - სტალინი და მატრონა, ძაღლების და ადამიანების დაპირისპირების შესახებ მითები, რომელსაც ორი დღეა ვისმენდით, ხელისუფლების მიერ წახალისებული მგონია

რელიგიური შენობა ნაგებობების და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებაზე ცვლილებები პოლიტიკური პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, რომელიც რეალურად არავის სჭირდება, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია ეჭვობს, რომ "გუშინდელი ოპერაცია" მთლიანად ხელისუფლების ინიცირებული და წახალისებულია.

„ეს ცვლილებები პოლიტიკური პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, რომელიც ყველას ესმის, რომ არავის სჭირდება. ზოგადად, მე მაქვს ეჭვი, რომ მთელი ეს გუშინდელი ოპერაცია: სტალინი და მატრონა, ძაღლების და ადამიანების დაპირისპირების შესახებ მითები, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ვისმენდით, თავიდან ბოლომდე ხელისუფლების მიერ ინიცირებული და წახალისებული მგონია იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემებიდან ყურადღება გადავიდეს ასეთ უაზრობებზე, რასაც ორი დღეა ვისმენთ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, აქტივისტმა ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც იოსებ სტალინიც არის გამოსახული.

მმართველი გუნდის ინიციატივით, რელიგიური ნაგებობების და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა