კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - მაინც ველით ლარის სეზონურ გაუფასურებას?

ნახვები: 627 თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - მაინც ველით ლარის სეზონურ გაუფასურებას?

მიგრაციის ეფექტის ეტაპობრივი შემცირების მიუხედავად, წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესებულია. ამასთან, სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციაში, როგორც ჩანს, იკვეთება სეზონური გაუფასურების მოლოდინები. კერძოდ, ბოლო პერიოდში, თვე-თვეზე გაანგარიშებით, ვალუტის დეპოზიტების ზრდა უფრო მეტია, საკრედიტო აქტივობის კუთხით კი, ლარი პრევალირებს. ისტორიულად, მსგავსი განვითარება ხშირად ლარის გაუფასურებას იწვევდა, თუმცა სადღეისოდ ეს ტენდენცია არ ჩანს. ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა, რომ სექტემბერ-ოქტომბრისგან განსხვავებით, როდესაც სებ-მა 155 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, ნოემბერში მართალია ინტერვენციები კვლავ ამავე მიმართულებით განხორციელდა, თუმცა ოდენობა უკვე საკმაოდ ზომიერი, მხოლოდ 15 მილიონი აშშ დოლარი იყო. ლარის სასარგებლოდ, საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის გრძელვადიანი განაკვეთების გარკვეული შემცირებაც მოქმედებს. კერძოდ, 2023 წლის მე-4 კვარტალში, ლარში დენომინირებულ მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილი აღარ შემცირებულა.

ლარის სეზონური მერყეობის მხრივ აღსანიშნავია, რომ მართალია სავალუტო შემოდინებების კუთხით სეზონურობის არგუმენტები არსებობს, თუმცა თუ ბაზრის მონაწილეების უმეტესობაც ასე ფიქრობს, სინამდვილეში გაცვლითი კურსის სეზონურობას ადგილი აღარ ექნება.  

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა