კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დემოკრატებმა საზღვრის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონის შეთავაზება დაბლოკეს, რომელიც სანაცვლოდ უკრაინისთვის დახმარების მორიგი პაკეტის მხარდაჭერას ითვალისწინებდა

ნახვები: 565 დემოკრატებმა საზღვრის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონის შეთავაზება დაბლოკეს, რომელიც სანაცვლოდ უკრაინისთვის დახმარების მორიგი პაკეტის მხარდაჭერას ითვალისწინებდა

დემოკრატებმა მიმდინარე კვირაში წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონის წინადადება დაბლოკეს, რომლის მიღების სანაცვლოდაც კონგრესმა უკრაინისთვის მორიგი დახმარების პაკეტს უნდა დაუჭიროს მხარი.

ჯონსონი აცხადებს, რომ რესპუბლიკელები დაბლოკავენ კიევის დახმარების მორიგ პაკეტს იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება მიღებული საზღვრის შესახებ კანონი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება პრეზიდენტ ტრამპის დროს დაწყებული ინიციატივა, რაც, მათ შორის, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას გულისხმობს.

„საზღვართან დაკავშირებული ბრძოლა მოდის და ჩვენ ამ ბორცვზე დავიღუპებით,” – აცხადებს ჯონსონი.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატები მხარს უჭერენ საზღვრის უსაფრთხოებისთვის ახალ დაფინანსებას, მაგრამ არა იმ მკაცრ საიმიგრაციო შეზღუდვებს, რომლებსაც სთავაზობენ რესპუბლიკელები.

აშშ-მექსიკის სასაზღვრო კედელი ბოლო თვეების განმავლობაში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მწვავე დებატების თემაა. ჯონსონის წინადადება დემოკრატებმა მკაცრად გააკრიტიკეს. ისინი ამბობენ, რომ არასოდეს დაუჭერენ მხარს უკრაინის დახმარების პაკეტს, რომელიც სანაცვლოდ საზღვარზე კედლის მშენებლობას გულისხმობს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა