კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში საქართველოს ეწვევა

ნახვები: 498 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში საქართველოს ეწვევა

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი, რიჩარდ ნეფიუ საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაგეგმილია ნეფიუს ვიზიტი სომხეთშიც.

„გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი რიჩარდ ნეფიუ 15-18 იანვარს სომხეთსა და საქართველოში გაემგზავრება. ორივე ქვეყანაში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს, ასევე განსაზღვრავს შემდგომი თანამშრომლობის სფეროებს.

სომხეთში კოორდინატორი ნეფიუ შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის იუსტიციის სექტორისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებს სამოქალაქო საზოგადოების მრგვალ მაგიდაში.

საქართველოში ის შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს“,- აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა