კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა ხაზარაძე - ბადრი ჯაფარიძე ერთხმად იქნა არჩეული „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ, ანა ნაცვლიშვილი - პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, ირაკლი კუპრაძე კი დამტკიცდა პარტიის გენერალურ მდივნად

ნახვები: 510 მამუკა ხაზარაძე - ბადრი ჯაფარიძე ერთხმად იქნა არჩეული „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ, ანა ნაცვლიშვილი - პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, ირაკლი კუპრაძე კი დამტკიცდა პარტიის გენერალურ მდივნად

პარტია „ლელოში“ შიდაპარტიული არჩევნები დასრულდა. პარტიის პოლიტსაბჭომ თავმჯდომარედ ბადრი ჯაფარიძე მის მოადგილედ კი ანა ნაცვლიშვილი აირჩია. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა,.

დღეს პოლიტსაბჭოს სხდომამ ირაკლი კუპრაძე ოფიციალურად დაამტკიცა გენერალური მდივნის თანამდებობაზე.

„დღეს „ლელოში“ დამთავრდა საარჩევნო პროცესი. მოგეხსენებათ, რომ 22 დეკემბერს ჩვენ ჩავატარეთ ყრილობა, სადაც არჩეული იქნა პოლიტსაბჭოს 21 წევრი. დღეს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არჩეულ იქნა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე დამტკიცდა გენერალური მდივნის კანდიდატურა. მინდა წარმოგიდგინოთ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ, ასევე ანა ნაცვლიშვილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ და ის წაიყვანს პოლიტსაბჭოში აღმასრულებელ მიმართულებას. ასევე ირაკლი კუპრაძე დამტკიცდა პარტიის გენერალურ მდივნად. მინდა გითხრათ. რომ ამით ჩვენ დავასრულეთ შიდა პარტიული არჩევნები და შეიძლება ითქვას, რომ დღეიდან პარტია სრულიად მობილიზებულია იმისთვის. რომ საკმაოდ სერიოზული გამარჯვება მოიტანოს 2024 წლის არჩევნებისთვის. გამარჯვებაში ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ შევცვალოთ ქართველი ხალხის ცხოვრება, რომ ეს ქვეყანა გავხადოთ წარმატებული, შევქმნათ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, გავაორმაგოთ ბიუჯეტი, შევქმნათ პირობა, რომ ჩვენი ემიგრაცია დაუბრუნდეს სამშობლოს და ჩვენს ახალგაზრდებს მივცეთ საქართველოში სამუშაოს დაწყების საშუალება, ჩვენს პენსიონერებს მივცეთ ღირსეული ცხოვრების საშუალება. ასე რომ, ჩვენ ვართ სრულად მობილიზებულები, იმისთვის, რომ 2024 წელი არა მხოლოდ ჩვენი პარტიისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის გახდეს გარდამტეხი და გამარჯვების წელი“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა