კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უმაღლესი სასწავლებლების საგრანტო დაფინანსებაში ცვლილებები შედის

ნახვები: 408 უმაღლესი სასწავლებლების საგრანტო დაფინანსებაში ცვლილებები შედის

2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური განსაზღვრონ მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების ფარგლებში. შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ მოამზადა, რომელიც პარლამენტმა ბიუროს სხდომაზე წარადგინა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აღნიშნული განისაზღვრება 2,250.0 ლარის ოდენობით. მთავრობა აცხადებს, რომ ამ ვალდებულების გაჩენის მიზეზია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მოსახლეობის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე პერიოდისთვის უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, კერძოდ კი, არაქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე, განსაკუთრებით, მედიცინის მიმართულებით მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხო ქვეყნის ქვეყნის მოქალაქეებისთვის სწავლის საფასური აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას.

მთავრობა განმარტავს, რომ აღნიშნულ პროგრამებზე საქართველოს მოქალაქეების ჩარიცხვის შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება, ფინანსური კუთხით, გარკვეულ გავლენას იქონიებს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირებზე, რადგან სწავლის საფასური აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა