კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კალაძე - ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდეს და ეს პირობა აუცილებლად შესრულდება

ნახვები: 427 კახა კალაძე - ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდეს და ეს პირობა აუცილებლად შესრულდება

წერეთელზე სამუშაოები დავიწყეთ აპრილის ბოლოს და მოსახლეობას შევპირდით, რომ იანვრის ბოლოს საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იქნებოდა აღდგენილი. სამუშაოები მასშტაბურია, ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ გზის მოფრეზვით, ახალი გზის დაგებით, მინდა, რომ ფუნდამენტურად განვახორციელოთ ცვლილებები ყველა იმ პროექტში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურით შევდივართ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგება.

„დავიწყეთ მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც ეს გამზირი არსებობს, ამ მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. თუმცა ამ სამუშაოების პროცესში იყო პრობლემები, ეს არახალია, რადგან კომპანიები ძალიან ხშირად ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. ამჯერადაც გვქონდა ასეთი ფაქტი და მოგვიწია, დავმშვიდობებოდით იმ ორ კომპანიას, რომლებიც მუშაობდნენ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. ეს კომპანიები ვერ ეტეოდნენ ვადებში, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოგვმართეს ამ კომპანიებმა ვადის გადაწევაზე, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. აქ არ არის საუბარი საბოლოო ვადის გადაწევაზე, იანვარი ძალაში იყო ყოველთვის, შიდა ვადებზეა საუბარი. უკვე ვხედავდით, რომ არის პრობლემები ვადებზე, ხარისხზეც იყო პრობლემები, თუმცა ამის გამოსწორება პროცესში ხდება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავემშვიდობოთ ამ კომპანიებს, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროექტი დასრულდეს იანვარში და მოძრაობა აღდგეს. ახლა მიმდინარეობს კომპანიების შერჩევა. მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული. ეს პირობა აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა