კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - საკითხავია, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინის შემდეგ არ გაჩერდება?

ნახვები: 589 ვოლოდიმირ ზელენსკი - საკითხავია, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინის შემდეგ არ გაჩერდება?

რას იზამს დონალდ ტრამპი, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის შემდეგ არ გაჩერდება? – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა, რითიც გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ის უკრაინაში ომს მალე დაასრულებს.

ზელენსკის თქმით, ტრამპმა გადაწყვიტა, რომ კონფლიქტს თუ არ გაყინავს და უფლებას მისცემს პუტინს, სრულად შევიდეს უკრაინაში, მაშინ პუტინი შეჩერდება.

„ტრამპმა თქვა, პუტინი თუ არ გაჩერდება, მაშინ ის მეტ იარაღს გადასცემს უკრაინას. უკრაინა თუ არ გაჩერდება, ტრამპი რეზერვებს წაართმევს. მაშინაც კი, თუ ტრამპი მხარს არ დაგვიჭერს – წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ არ დავთანხმდებით ჩვენი ტერიტორიების დათმობას, ტრამპი შეწყვეტს ჩვენს მხარდაჭერას და, ვთქვათ, პუტინი მოახდენს ოკუპაციას გარკვეული პერიოდის შემდეგ. მაშინ საკითხავია, რას გააკეთებს ტრამპი ამის მერე, თუ უკრაინის შემდეგ რუსეთი ნატო-ს ქვეყანას დაიკავებს? ტრამპმა გადაწყვიტა, რომ კონფლიქტს თუ არ გაყინავს და უფლებას მისცემს პუტინს, სრულად შევიდეს უკრაინაში, მაშინ პუტინი შეჩერდება. პუტინი არ შეჩერდება. რას იზამს ამის შემდეგ ტრამპი აშშ-ში? მსგავს შემთხვევაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპამ წააგო და დაკარგა ყველაზე დიდი და ძლიერი არმია, რადგან დაკარგა უკრაინა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა