თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ღარიბაშვილი - არავითარი მესამე ძალა არ არსებობს, არსებობს ჩვენი, საბოლოო ჯამში კი, ქვეყნის მოწინააღმდეგე ძალა, „ნაცმოძრაობა“ ან ახალი „ნაცმოძრაობა“, ხაზარაძის და სხვა პატარა ლუზერების გაერთიანება

ნახვები: 517 ირაკლი ღარიბაშვილი - არავითარი მესამე ძალა არ არსებობს, არსებობს ჩვენი, საბოლოო ჯამში კი, ქვეყნის მოწინააღმდეგე ძალა, „ნაცმოძრაობა“ ან ახალი „ნაცმოძრაობა“, ხაზარაძის და სხვა პატარა ლუზერების გაერთიანება

ნამდვილად არ არის საინტერესო ოპოზიციის, მით უმეტეს, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის მცდელობები, ჩვენთვის მთავარია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელმოცარული ოპოზიციის უსუსური მცდელობა, რაღაც ახალი შესთავაზონ საზოგადოებას, არის სიცრუე.

„ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ხალხმა იცის, ვის რა წარსული აქვს. კარგად იციან, რომ არავითარი მესამე ძალა არ არსებობს დღეს ქვეყანაში. არსებობს ჩვენი პოლიტიკური ძალის, საბოლოო ჯამში კი, ჩვენი ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ან ახალი „ნაცმოძრაობა“, როგორიცაა, მაგალითად, ხაზარაძის გაერთიანება, ან სხვა პატარა ლუზერების. ისინი ცდილობენ, გაერთიანდნენ და ასე გადალახონ 5-პროცენტიანი ბარიერი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, როგორ ემზადება „ქართული ოცნება“ მომავალი არჩევნებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა: „დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“, სულ მცირე, 60 პროცენტს აიღებდა. ჩვენ არჩევნებზე არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, რათა გაგრძელდეს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა