პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი კომპრომისზე არ წავა - სრული გამარჯვება გვაქვს მიზნად, „ჰამასზე“ სრული გამარჯვება

ნახვები: 520 ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი კომპრომისზე არ წავა - სრული გამარჯვება გვაქვს მიზნად, „ჰამასზე“ სრული გამარჯვება

გამარჯვებას კიდევ თვეები დასჭირდება, მაგრამ გადაწყვეტილი გვაქვს მას მივაღწიოთ. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნეთანიაჰუმ უარყო იდეა, რომ ისრაელს გამარჯვების მიღწევა არ შეუძლია, რომელიც, მისი თქმით, ისრაელის მედიაში ტრიალებს და აღნიშნა, რომ მთავრობა “კომპრომისზე არ წავა რამე ნაკლებზე, ვიდრე „ჰამასზე“ სრული გამარჯვება.”

“სრული გამარჯვება გვაქვს მიზნად - არა უბრალოდ დავარტყათ „ჰამასს“, არა უბრალოდ დავაზიანოთ „ჰამასი“, არა მორიგი რაუნდი „ჰამასთან“. „ჰამასზე“ სრული გამარჯვება.

სრული ძალით გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ - ყველა მძევლის დაბრუნებას - და ვიმეორებ, მხოლოდ სამხედრო ზეწოლას შეუძლია მიგვიყვანოს მათ გათავისუფლებამდე, „ჰამასის“ განადგურებამდე, იმაში დარწმუნებამდე, რომ ღაზა ისრაელისთვის აღარასდროს შექმნის საფრთხეს. იქ არ იქნება არანაირი პარტია, რომელიც ტერორისთვის იძლევა განათლებას, ტერორს აფინანსებს, ჩვენს წინააღმდეგ ტერორისტებს აგზავნის,” - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მანამდე ომის გაჩერება “ისრაელის უსაფრთხოებას თაობების განმავლობაში ავნებს,” და ისრაელის მტრებისთვის სისუსტის სიგნალს იქნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა