კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე: “თელასი” 80 მილიონ ევროს გვართმევს

ნახვები: 452 რომან გოცირიძე: “თელასი” 80 მილიონ ევროს გვართმევს

"თელასი" 80 მილიონ ევროს ართმევს სახელმწიფოს, -აცხადებს სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი და ანმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე.

„მარტივად რომ ვთქვათ, 80 მილიონ ევროს "თელასი" გვართმევს. ეს ის თელასია, შუქი რომ ქრება, ტელეფონზეც რომ არ გპასუხობენ, ტიპიური რუსულ-საბჭოური კომპანია. ამ კომპანიის წილის 25 პროცენტი ეკუთვნოდა ჩვენს სახელმწიფოს აგერ უკვე თითქმის 30 წელია. ეს საშუალებას აძლევდა ქვეყანას ეკონტროლებინა იქ მიმდინარე პროცესები, მოეთხოვა დამოუკიდებელი აუდიტი, ჰყოლოდა სამეთვალყურეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი, ჰქონოდა შიდა ინფორმაცია რუსული მხარის მიზნებთან, მათ შორის სასამართლო დავებთან დაკავშირებით. მოულოდნელად ეს წილი შარშან გაიყიდა და იგი შეძენილი იქნა კახა კალაძესთან დაახლოებული პირის მიერ - ისევე, როგორ თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემა. საქართველოს მარცხით ფულს მოიგებს მოწილე რუსული "ინტერრაო" და მოწილე კალაძესთან აფილირებული პირი.

ეს მხოლოდ დასაწყისია. გაზის - მათ შორის ბიუჯეტში გადასახდელი ასი მილიონი ლარის პატიების შემდეგ გაყიდული თბილგაზის - ამბები მომავალში გახდება სკანდალის საგანი", - აცხადებს გოცირიძე.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიერ ენერგეტიკულ სფეროში რუსეთთან გაფორმებული უკლებლივ ყველა ხელშეკრულება არის საიდუმლო. კონფიდენციალობის მომიზეზებით იფარება კორუფციული გარიგებები, -

„ვერ უშველა მთავრობას საერთაშორისო სასამართლოებზე თავისმართლებისათვის უცხოელი ადვოკატებისათვის კოლოსალური თანხების გადახდამ. ბოლო ექვს წელიწადში 172 მილიონი ლარი დაიხარჯა ამ მომსახურებაზე, მათ შორის 78 მილიონი ლარი წელს. რომელი ადვოკატი შეძლებს ქვეყნის საზიანოდ გაფორმებული კორუფციური კონტრაქტების გამართლებას. "ინტერრაოსთან" სტოკჰოლმის არბიტრაჟში დავის წაგება ამის მაგალითია. საქმე ეხება 2013 წელს კალაძის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას და სემეკის ტარიფებით მანიპულაციას პოლიტიკური მიზნით. ამაში დამნაშავეა აგრეთვე მთავრობა და ეროვნული ბანკი, ლარის ამ მასშტაბით გაუფასურების გამო", - აცხადებს გოცირიძე და დასძენს, - „გაზპორომთან გადაფორმებული ხელშეკრულება, როცა ყოველწლიურად ათეულ მილიონობით ლარს ვკარგავთ, ასევე მსგავსი კორუფციული გარიგებების შედეგია.

მოუწევს კალაძეს და ბევრ სხვას სახლიდან ფულის გამოტანა და ქვეყნისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება".

მისი თქმით, ეს არის "ქართული ოცნების" ხელისუფლების კორუფციული მოქმედებების მხოლოდ ერთი მხარე. მოვა დრო და ბევრ რამეს აეხდება ფარდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა