პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მინდიაშვილი პაპუაშვილზე: მიზანმიმართული კამპანიაა, რომ ტოლერანტობის ცენტრი დაასუსტოს

ნახვები: 586 მინდიაშვილი პაპუაშვილზე: მიზანმიმართული კამპანიაა, რომ ტოლერანტობის ცენტრი დაასუსტოს

ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელი, ბექა მინდიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პასუხობს.

მისი თქმით, პაპუაშვილის მხრიდან გაკეთებული განცხადებები მიზანმიმართული კამპანიაა, რაც ტოლერანტობის ცენტრი დასუსტებას ისახავს მიზნად.

"ჩემი აზრით, კატასტროფის ტოლფასია, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ამ ტრიბუნას იყენებს კონკრეტულად ერთი ადამიანის, ამ შემთხვევაში ჩემს წინააღმდეგ, რაღაცნაირად დასაგეშად საზოგადოების, როცა მტრად მაცხადებს. ასევე, სრული არაკომპენტენტურობის მაჩვენებელია გუშინდელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ტოლერანტობის ცენტრი სახალხო დაცველს ექვემდებარება და მივმართავ სახალხო დამცველს, რომ იღონოს ამ თვალსაზრისით. ეს არის მიზანმიმართული კამპანია საიმისოდ, რომ ტოლერანტობის ცენტრი დაასუსტოს ან ტოლერანტობის ცენტრის გაუქმება მოითხოვოს და მიზანს მიაღწიოს ამ თვალსაზრისით.

რაკი ახსენა რუსული კანონი, ეს არის პარლამენტი, რომლის უმრავლოსობა და თავმჯდომარე ხელს აწერდა საქართველოს პირდაპირ გადაბარგებას რუსეთში, რუსული კანონის მიღებით და შესაბამისად, შესაძლოა, აი, ასეთი ტიპის კანონის შემოტრიალება სურდეთ. არ არის ეს გამორიცხული", - ამბობს მინდიაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოვლაბის წევრს, გიორგი კანდელაკს, ასევე, ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელს, ბექა მინდიაშვილს ესხმის თავს და მათ "საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმაში" ადანაშაულებს.

პაპუაშვილი საუბრობს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის მაგალითად მოჰყავს იოსებ სტალინის გამოსახულებიანი ხატი და აცხადებს, რომ ეს შეტევა "კოორდინირებულია".

მისი თქმით, "დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის" ნაზავი გასცდა ეკლესიაზე აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს და მიუახლოვდა იმ "საშიშ ზღვარს, რომლის მიღმაც სამოქალაქო მშვიდობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეიძლება იყოს".

პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს არასამთავრობო სექტორების დაფინანსებაზეც და აცხადებს, რომ "ე.წ. ენჯეო-სექტორი თითქმის სრულად არის დომინირებული პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც უცხოური დაფინანსებით პარტიულ პროპაგანდას ეწევიან".

ის ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელს, ბექა მინდიაშვილს "რელიგიურ შეუწყნარებლობასა და რელიგიური ისტერიის გაღვივებაში" ადანაშაულებს და ხაზს უსვამს, რომ ცენტრი USAID-ის ერთ-ერთი პროგრამით ფინანსდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა