კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაპუაშვილი ხიდაშელზე: ტაივანიდან ფინანსდება, ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს

ნახვები: 568 პაპუაშვილი ხიდაშელზე: ტაივანიდან ფინანსდება, ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ორგანიზაციასაც თავს ესხმის.

მისი თქმით, ხიდაშელის ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა "ტაივანის მხრიდან ფინანსდება და ის ანტიჩინური განწყობების გაღვივებას ცდილობს".

"ქალბატონი თინა ტაივანის მხრიდან ფინანსდება. არის ოფიციალური ფონდები და გასაგებია, რომ სწორედ ამ დაკვეთებიდან გამომდინარე, ის ცდილობს საქართველოში ანტიჩინური განწყობების გაღვივებას. მოგიწოდებთ, ჰკითხოთ საჯაროდ, ის ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს თუ არა და რა დამოკიდებულება აქვს ტაივანის მიმართ, საიდანაც ის ფულს იღებს", - თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის ბრალდებას თინა ხიდაშელი პასუხობს და ამბობს, რომ თუ დაფინანსებასთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას კითხვები აქვს, სუს-ს შეუძლია ორგანიზაციაში მივიდეს.

"ეს ჩემთვის გასაგებია, უფროსისგან დავალება მიიღეს კონკრეტულად ჩვენთან დაკავშირებით. შეუძლია სუს-ი მოვიდეს, დაინტერესდეს, თუ დამატებითი კითხვები აქვთ, აუცილებლად გავცემთ პასუხს. ამის პრობლემა არ არის", - აღნიშნა მან.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოვლაბის წევრს, გიორგი კანდელაკს, ასევე, ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელს, ბექა მინდიაშვილს ესხმის თავს და მათ "საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმაში" ადანაშაულებს.

პაპუაშვილი საუბრობს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის მაგალითად მოჰყავს იოსებ სტალინის გამოსახულებიანი ხატი და აცხადებს, რომ ეს შეტევა "კოორდინირებულია".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა