კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ტრამპი - მას შემდეგ, რაც ევროპას გავაგებინე, რომ თავდასხმის შემთხვევაში არ დახმარება არ ექნებოდათ, მათ მეტი დახარჯეს თავდაცვაზე

ნახვები: 413 ტრამპი - მას შემდეგ, რაც ევროპას გავაგებინე, რომ თავდასხმის შემთხვევაში არ დახმარება არ ექნებოდათ, მათ მეტი დახარჯეს თავდაცვაზე

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ის ევროპას დაემუქრა, რომ თავდასხმის შემთხვევაში არ დაეხმარებოდა, ევროპის ქვეყნებმა მეტი დახარჯეს საკუთარ თავდაცვაზე.

ნიუ ჰემპშირში გამართულ აქციაზე გამოსვლისას აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ევროპის ქვეყნები თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულების გამო.

ტრამპის თქმით, ევროპელმა ლიდერებმა პრეზიდენტობის პერიოდში მას ჰკითხეს, ნიშნავდა თუ არა მისი განცხადებები, რომ თუ ევროპა თავდაცვაში მეტ თანხას არ დააბანდებდა, მაშინ თავდასხმის შემთხვევაში აშშ მათ დახმარებაზე უარს იტყოდა, რაზეც ტრამპის თქმით, მან შემდეგნაირად უპასუხა: „მე ვთქვი, სწორედ ის, რასაც ვგულისხმობ. ამის შემდეგ მილიარდობით დოლარი წამოვიდა“.

მანამდე გავლენიანმა გამოცემა „პოლიტიკომ“ ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტობის დროს ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს უთხრა, რომ ევროპაზე თავდასხმის შემთხვევაში აშშ მათ არ დაეხმარებოდა. ამის გამო ბაიდენის საარჩევნო შტაბის წევრებმა ტრამპი მკაცრად გააკრიტიკეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა