კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - მე არ მოვაწერ ხელს რუსეთთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც ყირიმისა და დონბასის დაკარგვას ითვალისწინებს

ნახვები: 531 ვოლოდიმირ ზელენსკი - მე არ მოვაწერ ხელს რუსეთთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც ყირიმისა და დონბასის დაკარგვას ითვალისწინებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს და არასოდეს სურდა მშვიდობა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მას უკრაინასთან არანაირი მშვიდობა არ სურს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, მისი თქმით, არ განიხილავს ისეთი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც დონბასის და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას გადაეცემა.

„თუ ჩვენ გვინდა შევაჩეროთ პუტინი, თუ მსოფლიოს არ სურს, რომ ეს განმეორდეს, იმისთვის, რომ ეს აგრესია რამდენიმე წელიწადში არ განმეორდეს, მაშინ ჯობია ახლავე გავუმკლავდეთ მას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ევროპაში მშვიდობა მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როცა ყველა გაიგებს, რომ უკრაინა მართლაც დამოუკიდებელია.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად უმჯობესი, უდავოდ, პოლიტიკური გზის გამონახვაა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა