კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იტალიაში ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

ნახვები: 404 იტალიაში ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

იტალიაში, ქალაქ პიზაში, 25 წლის ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ძებნილი კიდევ ოთხი ადამიანი დააკავეს, მათგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამომძიებლები თვლიან, რომ მათ დაადგინეს ყველა პირი, ვინც 5 იანვარს მომხდარ ჩხუბში იყო ჩართული, თუმცა მიაჩნიათ, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მკვლელობიდან 24 საათში დაკავებული ქართველია.

პიზის პროკურატურის მოთხოვნით, დაკავებული ტუნისელები წინასწარი დაკავების იზოლატორში, ქართველი კი - შინაპატიმრობაში იმყოფება.

შეგახსენებთ, იტალიის ქალაქ პიზაში ტუნისელი ახალგაზარდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს 32 წლის მოქალაქე რამდენიმე კვირის წინ დააკავეს და სამართალდამცავები, აღნიშნული მკვლელობის საქმეზე, საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებდნენ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა