Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

რატი ბრეგაძე - მიხეილ სააკაშვილს თუ უნდა, ვინმე შეუსახლონ, აუცილებლად შევუსახლებთ, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მარტო ყოფნა მისი სურვილია

ნახვები: 436 რატი ბრეგაძე - მიხეილ სააკაშვილს თუ უნდა, ვინმე შეუსახლონ, აუცილებლად შევუსახლებთ, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მარტო ყოფნა მისი სურვილია

მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ საკანშიც მარტო ყოფილიყო და პალატაშიც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განუცხადა.

მისი თქმით, „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დასკვნაში საუბარი იყო იმის შესახებ, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი არის მარტო და, ფაქტობრივად, სამორტოო საკანს უთანაბრდება ეს გარემოება.

„აქვე მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რას ნიშნავს მარტო ყოფნა. ეს არის მისი სურვილი, რომ ის საკანშიც მარტო ყოფილიყო და პალატაშიც. მოსახლეობამ ეს ინფორმაცია უნდა იცოდეს. დღეის მდგომარეობით, მას ჰყავდა 3 000 ვიზიტორი, არასრულ ორწელიწად-ნახევარში. ახლა იქნებ ვინმემ ახსნას, რას ნიშნავს, რომ ადამიანი არის მარტო, როდესაც ყოველდღე სტუმრობენ ოჯახის წევრები, საათებს ატარებენ მასთან ერთად, რანაირად არის მარტო? თუ უნდა, რომ ვინმე შეუსახლონ, კი ბატონო, აუცილებლად შევუსახლებთ, ოღონდ გამოხატონ ამის შესახებ სურვილი და აუცილებლად შევუსახლებთ ვინმე სხვა პატიმარს. ვიპოვით, თუ ვინმეს ექნება მასთან ერთად გაჩერების სურვილი და შევუსახლებთ როგორც პალტაში, ასევე, შემდგომში საკანშიც, თუ ამის სურვილი იქნება, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისი სურვილია, რომ ყოფილიყო მარტო და ამით, ვფიქრობ, ყველაფერს პასუხი გაეცა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, საუბარი იყო სეირნობასთან დაკავშირებითაც.

„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს არცერთხელ უსარგებლია სეირნობის უფლებით, არ გამოუხატავს ამის სურვილი და პირიქით, ყოველ შეთავაზებაზე ამბობდა ამის შესახებ უარს. აქვე საუბარი იყო იმაზე, თითქოსდა კლინიკაში არ არის ფსიქიატრი და ფსიქოლოგი. ამაზე ჩვენ ნაპასუხები გვაქვს და ვისაც დააინტერესებს, შეუძლია, ნახოს, რომ საჭიროების შემთხვევაში კლინიკას ჰყავს როგორც ფსიქიატრი, ასევე ფსიქოლოგი. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს რამდენჯერმე გაუკეთდა შეთავაზება იმის შესახებ, რომ ესარგებლა აღნიშნული ექიმების მომსახურებით, თუმცა მან ყოველ ჯერზე დააფიქსირა უარი. მათ შორის, „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ ვიზიტის შემდგომაც გაუკეთდა შეთავაზება, მაგრამ მან ასევე დააფიქსირა უარი. შესაბამისად, ამ ნაწილში ჩვენ დასკვნას არ ვიზიარებთ. ამის შესახებ იყო კიდევაც ჩვენს პასუხში მითითებული, ჩვენთვის აქ ახალი არაფერია“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მთავარი არის ქრონოლოგია.

„ეს ვიზიტი განხორციელდა 25-27 მარტს, ხოლო ამის შემდგომ, დაახლოებით, გავიდა სამი თვე და სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა სხვა კლინიკაში გადაყვანაზე. ვფიქრობ, ეს არის ნათელი პასუხი მთელ ამ აგორებულ სკანდალზე. ასევე, რა თქმა უნდა, მინდა, გამოვხატო მადლიერება კომისიის მიმართ და იმ დადებითი შეფასებების მიმართ, რომელიც მათ გააკეთეს საკმაოდ სამართლიანად. იყო გარკვეული რეკომენდაციები, ეს რეკომენდაციები შესრულდა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

„წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასება 18 იანვარს გამოაქვეყნა.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა