პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

თინა ბოკუჩავა - ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა არ აქვს და ყოველთვის პოლიტიკურ დავალებას შეასრულებს

ნახვები: 471 თინა ბოკუჩავა - ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა არ აქვს და ყოველთვის პოლიტიკურ დავალებას შეასრულებს

ანტიკორუფციული ბიურო კორუფციას ვერანაირად შეებრძოლება, რადგან მას ინსტიტუციური დამოუკიდებლობა არ აქვს. ეს ბიურო ყოველთვის პოლიტიკურ დავალებას შეასრულებს და თავად „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების კორუფციას ვერ და არ შეისწავლის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას კითხვით მიმართეს: „„ნაციონალურ მოძრაობას“ თავისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი პიარკონსულტანტი ჯერემი როზნერი, რომელმაც პარტიას ურჩია, დეკლარაციების თემით მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ. როგორ შეაფასებთ ამას?“

„კორუფციის მიმართულებით აღქმაც ისაა, რომ, პრაქტიკულად, ქვეყანაში ელიტური კორუფცია ყოველწლიურად იზრდება. ელიტური კორუფციის აღმოფხვრას, მათ შორის, ევროკავშირი მოითხოვს. ინსტიტუციურად აუცილებელია, რომ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო არსებობდეს, რომელიც ახლა არ გვაქვს. ახლანდელი ბიურო თავად კორუმპირებული ირაკლი ღარიბაშვილის დაქვემდებარებაშია. ჯერემი როზნერს ვიცნობ. ახლა მასთან „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი ურთიერთობა არ აქვს. წარსულში რაღაც ურთიერთობა იყო, მაგრამ მაშინ ხელისუფლებაში არ ვიყავი, თუმცა ამ ადამიანთან გარკვეული შეხება მქონია. რაც შეეხება გადაფარვას და რუსულ სტილში პროპაგანდის წარმოებას, შავი პიარის ოსტატია ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც დაქირავებული ჰყავს მოშე კლუგჰაფტი. თავად არიან დაკავებული, რომ ადამიანების სიღარიბე და გაჭირვება გადაფარონ, ასევე კორუფცია და მოქალაქეების პრობლემები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა