კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ისრაელის პარლამენტი ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე შეიკრიბება

ნახვები: 443 ისრაელის პარლამენტი ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე შეიკრიბება

ისრაელის პარლამენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე შეიკრიბება. ისრაელის მედიის ინფორმაციით, შუამდგომლობა ისრაელის ლეიბორისტულმა პარტიამ დააყენა.

მოხსენების მიხედვით, უნდობლობის გამოცხადების შუამდგომლობა ლეიბორისტებმა მთავრობის მიერ მძევლების უშედეგო დაბრუნების საპასუხოდ წარადგინეს.

„ჩვენი გოგოები და ბიჭები „ჰამასის“ ტყვეობაში 108 დღე არიან. მათ სიცოცხლეს ნებისმიერ მომენტში საფრთხე ემუქრება. ამ ხელისუფლების დროს ისინი მიატოვეს და გაიტაცეს. სწორედ ეს მთავრობა არ იღებს საჭირო გადაწყვეტილებებს მათ გადასარჩენად და ყველა მათგანის სახლში დასაბრუნებლად. ჩვენ ველოდებით, რომ ოპოზიციის ყველა ფრაქცია მხარს დაუჭერს უნდობლობის გამოცხადებას და მოსთხოვს მთავრობას, უპასუხოს კითხვებს, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოში არცერთ მოქალაქეს არ აძლევს მშვიდად ძილის საშუალებას“, – აღნიშნულია ისრაელის ლეიბორისტული პარტიის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა