თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ადვოკატის განცხადებით, 23 წლის ჯარისკაცი, რომელიც 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს

ნახვები: 545 ადვოკატის განცხადებით, 23 წლის ჯარისკაცი, რომელიც 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს

23 წლის ჯარისკაცი, რომელიც 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს და მტკიცებულებებზე საუბრობს, ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდება მხოლოდ მოსაზრებების საფუძველზეა წარდგენილი.

კობაიძის თქმით, მძიმე ბრალდებებით დაკავებული მამაკაცი არასრულწლოვანს არ იცნობდა, არც მისი ასაკი იცოდა და მის მიმართ არც მუქარა განუხორციელებია.

„აღნიშნული ბრალდება მხოლოდ მოსაზრებების საფუძველზე აქვს წარდგენილი. ჩემი დასაცავი პირი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, რადგან არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესთან გვაქვს საქმე, ფაქტობრივ გარემოებებზე და დეტალებზე არ ვისაუბრებ, ვფიქრობ, ეს გამართლებული არ იქნება. როცა მტკიცებულებებს გამოვიკვლევთ, დარწმუნებული ვარ, სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ გაიზიარებს, ვინაიდან ყოვლად წარმოუდგენელია, მოსაზრების საფუძველზე ადამიანი ამხელა პასუხისმგებლობაში მისცე... ეს ყოველივე ზოგადი ინფორმაციაა, რომელიც ბრალდების მხარემ გაავრცელა. მე გეუბნებით, თუ დეტალებში ჩავალთ, მიმოწერა აბსოლუტურად სხვა შინაარსისაა, ნება ორმხრივია“, - განაცხადა კობაიძემ.

კითხვაზე, თუ რას უპასუხებს საგამოძიებო უწყების ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულმა არასრულწლოვანი მუქარით აიძულა, კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვადასხვა მოქმედება განეხორციელებინა და ამის ამსახველი კადრები მისთვის გადაეგზავნა, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს„ძალიან სენსიტიური თემაა“.

„არ მინდა ბავშვი, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა, რამე ფორმით დაზარალდეს, იქ იყო ზოგადი და სხვადასხვა ხასიათის საუბრები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნება რამდენად იყო გამოხატული, უნდოდა, არ უნდოდა, ვინმემ დააძალა, თუ არა, ამას სასამართლოში გამოვიკვლევთ. მთავარი ის არის, ჩემმა დასაცავმა პირმა რამდენად იცოდა დაზარალებულის წლოვანება. არ იცოდა, აბა რა“,- განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, ემუქრებოდა თუ არა ბრალდებული 13 წლის გოგონას ფიზიკური ანგარიშსწორებით, კობაიძე უარყოფით პასუხს სცემს.

„არა, მუქარა არ იყო და ვერც იქნებოდა, არც იცნობდა ფიზიკურად, არც იცოდა ვინ იყო. თუ მუქარა რეალური იყო, ეს ურთიერთობა 3-4 თვე გრძელდებოდა, მაშინ აქამდე რატომ არ მიმართა საგამოძიებო უწყებებს? გეტყვით რატომაც, ამ ადამიანს, დაზარალებულს არ ჰქონდა განცდა, რომ ვინმე ემუქრებოდა, მას შეეძლო აქამდეც მიემართა საგამოძიებო უწყებებისთვის. 18 წლის არ შეიძლებოდა სკოლის მოსწავლე ყოფილიყო? საგამოძიებო უწყებებისთვის გოგონას არ მიუმართავს, დედამ მიმარტა, როცა შეიტყო, რომ მის გოგონას სხვა უცხო მამაკაცი წერდა, ამის გამო მიეცა საქმეს საგამოძიებო მსვლელობა“, - განაცხადა კობაიძემ.

ცნობისთვის, სპეციალური საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა 23 წლის ჯარისკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალი 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის წარუდგინეს.

მამაკაცი ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვანი 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით გაიცნო, რომელსაც Facebook-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა არასრულწლოვნის ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა