სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

მამუკა ხაზარაძე სასამართლოს ჩვენებას დღეს მისცემს

ნახვები: 404 მამუკა ხაზარაძე სასამართლოს ჩვენებას დღეს მისცემს

„სასამართლოს ხაზარაძე ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის," - განაცხადა დღეს, 6 დეკემბერს მამუკა ხაზარაძს ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ ე.წ თიბისი ბანკის საქმეზე საუბრისას.

შეგახსენებთ: პოლიტიკოსების წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვა გრძელდება. დღეს ე.წ. თიბისი ბანკის საქმეზე მამუკა ხაზარაძე დაიკითხება. სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

"ეს არის ბრალდებულების პირველი დაკითხვა ზოგადად ამ სასამართლო სხომაზე, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მამუკა ხაზარაძე მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას. დეტალურად იქნება განხილული მამუკას მიერ თავის ჩვენებაში ის ოპერაციები, გარიგებები, ის ფაქტორები, რომელიც განვითარდა 2008 წელს და შესაბამისად კიდევ ერთხელ ხაზი გაესმება და დადასტურდება ის, რომ არავითარი საფუძველი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ცნობისთვის: ე.წ. ფულის გათეთრების საქმე წლების წინანდელ ტრანზაქციას შეეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა